არჩევნები 2017

თბილისში ამომრჩეველთა აქტივობა 2014 წლის არჩევნებზე მაღალია

georgicatravel.ge

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 12:00-ის მდგომარეობით 567 699 ადამიანმა უკვე დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, რაც ამომრჩეველთა 16.5%-ია. ამ 567 699 ადამიანიდან 139 220 თბილისის მაცხოვრებელია, ეს კი თბილსში რეგისტრირებული ამომრჩევნების 14.8%-ია. წელს თბილისელებუ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე უფრო აქტიურები არიან.

2014 წელს 12 საათისთვის თბილისში აქტივობა 12.8%-ს შეადგენდა, მაშინ ხმა 117 402-მა ადამიანმა მისცა.

რეგიონები, სადაც აქტივობა ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე 16.5%-ზე მაღალია:

  1. რაჭა ლეჩხუმი - 27.9%, 9 733 ამომრჩეველი
  2. გურია - 22.9%, 25 205 ამომრჩეველი
  3. სამცხე-ჯავახეთი -20.3%, 29 487 ამომრჩეველი
  4. სამეგრელო ზემო სვანეთი - 18.1%, 62 204ამომრჩეველი
  5. იმერეთი - 17.3%, 93 019 ამომრჩეველიი
  6. კახეთი - 16.7%, 50 668 ამომრჩეველი

რეგიონები, სადაც 16.5%-ზე დაბალი აქტივობაა:

  1. მცხეთა-მთიანეთი - 16.2%, 13 967 ამომრჩეველი
  2. აჭარა - 16%, 49 041 ამომრჩეველი
  3. ქვემო ქართლი - 15.9%, 62 313 ამომრჩეველი
  4. თბილისი - 14.8%, 139 220 ამომრჩეველი
  5. შიდა ქართლი - 13.9%, 32 842 ამომრჩეველი

დღეს, 21 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 წევრს აირჩევენ. გარდა ამისა, თბილისსა და რეგიონებში, ქვეყანას 64 არჩეული მერი ეყოლება.

ცესკოს ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 73 საარჩევნო ოლქში, 3634 უბანი 08:00-ზე გაიხსნა. გარდა ამისა, პენიტენციურ დაწესებულებებში 10 სპეცუბანი იქნება.

2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებში, დარეგისტრირებულია 3 440 123 ამომრჩეველი. არჩევნებში მონაწილეობს 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და 1 საინიციატივო ჯგუფი.

ქალაქის ან მუნიციპალიტეტის მერი, ასევე საკრებულოები 4 წლის ვადით აირჩევა. მერის პოსტის დასაკავებლად, კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს. თუ ხმების საჭირო რაოდენობას ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს, არჩვნების მეორე ტური ჩაინიშნება.

კომენტარები