არჩევნები 2017

ენმ: ჩვენს კანდიდატს, სავარაუდოდ, შსს-ის გენინსპექციის მანქანა დაეჯახა

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატს, ნინო აბულაძეს თეთრიწყაროში სავარაუდოდ, შსს-ის გენინსპექციის მანქანა დაეჯახა. ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ პარტია შემთხვევის ამსახველ ვიდეოს მალე გაავრცელებს.

"თეთრიწყაროს რაიონში, პირველ უბანთან შეკრებილ საჯარო მოხელეებთან მივიდა თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატი და მოუწოდა, აღეკვეთათ აგიტაცია, რომელიც მიმდინარეობდა უბანთან. როცა უკან გამობრუნდა, მის ავტომანქანას დაეჯახა სავარაუდოდ შსს-ის გენერალური ინსპექციის ავტომობილი, ვერცხლისფერი შკოდა", - თქვა ბეჟაშვილმა. 

კომენტარები