არჩევნები 2017

საია: დაფიქსირდა ამომრჩევლის ნებაზე კონტროლი და სხვა დარღვევები

საია
gyla.ge

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 10:00 საათის მონაცემებით, თბილისის რამდენიმე უბანზე ამომრჩევლის ნებაზე კონტოლის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. საია აცხადებს, რომ აღნიშნულის მცდელობა "ქართული ოცნების" და "მემარცხენე ალიანსის" მხრიდან იყო, ასევე, სადამკვირვებლო ორგანიზიაცია "ახალი სიტყვის" წარმომადგენლების მიერ.

"ჩვენი დამკვირვებლების ინფორმაციით, სავარაუდოდ ადგილი აქვს ამომრჩევლის ნებაზე კონტროლს, რაც გამოიხატება შემდეგში: რეგისტრატორების გვერდით, უკან ან ნაკადის მომწესრიგებელთან დგანან საარჩევნო სუბიექტის "ქართული ოცნების", "მემარცხენე ალიანსი" ან სადამკვირვებლო ორგანიზაცია "ახალი სიტყვის" წარმომადგენლები და ინიშნავენ უბანზე მოსული ამომრჩევლის მონაცემებს, სავარაუადოდ, მათ ვინაობას და ამომრჩევლის სიაში რეგისტრაციის ნომერს. აღნიშნული ფაქტები ადასტურებს ინფორმაციას, რომელიც საიას არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მიაწოდეს კენჭისყრის დღეს ამომრჩევლის ნების კონტროლის მოსალოდნელი ფაქტების შესახებ", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის მგავს ფაქტებს ადგილი ჰქონდა შემდეგ უბნებზე: დიდუბის #6 , ნაძალადევის #61, #70, #13, მთაწმინდის #4 უბანზე, კრწანისის #19, დიდუბის #35 და #36 უბნებზე.

საიაში აცხადებენ, რომ დამკვირვებლების მიერ შენიშვნის დაფიქსირების შემდეგ, კონტროლი ცალკეულ შემთხვევებში შეჩერდა.

"მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ფაქტები მკაცრად გაკონტროლდეს როგორც უბნის თავმჯდომარეების, ასევე ზემდგომი საარჩევნო კომისიების მხრიდან და ყველა კონკრეტულ შემთხვევაში მოხდეს შესაბამისი რეაგირება", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

საიამ არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემის მცდელობაც დააფიქსირა. ორგანზიაციის ინფორმაციით, ნაძალადევის #18 უბანზე პირველი ამომრჩეველი გამოცხადდა მართვის მოწმობით და დაშვებულ იქნა უბანზე. მისი მონაცემები საკონტროლო ფურცელში შეიყვანეს. შეჩერდა კენჭისყრის პროცესი და საოლქო საარჩევნო კომისიიდან მოითხოვეს ახალი საკონტოლო ფურცლის მიწოდება. აღნიშნულ დარღვევაზე საიამ დაწერა საჩივარი.

გარდა ამისა, ახალგაზრდა იურისტთა აოციაციის განცხადებით, გლდანში #113-ე უბანზე (სპეც უბანი) დილით 7:00 საათზე უბანზე არ უშვებდნენ მათ დამკვირვებელს.

"მას განუმარტეს, რომ ციხისთვის მიწოდებულ სიაში არ იყო მისი მონაცემები და ამიტომ ვერ შეუშვებდნენ. თუმცა მოგვიანებით დამკვირვებელი შეუშვეს. ხელვაჩაურში #16-ე უბანზე არ უშვებდნენ ჩვენს დამკვირვებელს იმ არგუმენტით, რომ წილისყრის პროცედურა უნდა ჩატარებულიყო", - აღნიშნავს ორგანზიაცია.

გარდა ამისა, საია ინფორმაციით, გორის 90-ე უბანი დაგვიანებით გაიხსნა და თავმჯდომარე უბანზე 20 წუთის დაგვიანებით გამოცხადდა.

ასევე, დაგივნაებიტ გაიზსნა ბათუმის #38-ე საარჩევნო უბანი და ნაძალადევის #49-ე საარჩევნო უბანი.

დაფიქსირდა წილისყრის პროცედურების დარღვევებიც. საიას ინფორმაციით, ნაძალადევის #მე-14 უბანზე გადასატანი ყუთის წილისყრაში უარი განაცხადეს "ევროპული საქართველოს" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ კომისიებში დანიშნულმა წევრებმა.

გარდა ამისა, საიაში აცხადებენ, რომ ნაძალადევის #4 უბანზე წილისყრის შემდეგ მოხდა პოზიციების თვითნებურად გადაცვლა კომისიის წევრების შორის.

ორგანზიაცია საუბრობს გადასატანი ყუთის სიასთან დაკავშირებული საკითხებზეც. მათი ინფორმციით, მთაწმინდის #19 უბანზე უბანზე გამოცხადდა 3 ადამიანი, რომელიც აპროტესტებდა, რატომ არ იყო შეტანილი მათი ოჯახის იმ წევრების მონაცემები გადასატანი ყუთის სიაში, რომლებიც არჩევნების დღეს ავადმყოფობის გამო ვერ გამოცხადდებოდნენ საარჩევნო უბანზე. ისინი განმარტავდნენ, რომ აღნიშნულის თაობაზე განცხადებები რეგისტრაციაში გაატარეს როგორც საუბნო, ასევე ცესკოში.

ამ დროისთვის, აღნიშნულ დარღვევებზე საიას დამკვირვებლებმა დაწერეს 6 საჩივარი და 9 შენიშვნა.

ორგანიზაციის განცხადებით, დილის 10:00 საათისთვის კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს ძირითადად მშვიდ ვითარებაში. იმ საარჩევნო უბნების უმრავლესობა, სადაც საია აკვირდებოდა გახსნის პროცედურებს, დროულად იყო მზად პირველი ამომრჩევლის მისაღებად. აღნიშნული უბნების უმრავლესობა აღჭურვილი იყო შესაბამისი საარჩევნო მასალებით.

დღეს, 21 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 წევრს აირჩევენ. გარდა ამისა, თბილისსა და რეგიონებში, ქვეყანას 64 არჩეული მერი ეყოლება.

ცესკოს ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 73 საარჩევნო ოლქში, 3634 უბანი 08:00-ზე გაიხსნა. გარდა ამისა, პენიტენციურ დაწესებულებებში 10 სპეცუბანი იქნება.

2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებში, დარეგისტრირებულია 3 440 123 ამომრჩეველი. არჩევნებში მონაწილეობს 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და 1 საინიციატივო ჯგუფი.

ქალაქის ან მუნიციპალიტეტის მერი, ასევე საკრებულოები 4 წლის ვადით აირჩევა. მერის პოსტის დასაკავებლად, კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს. თუ ხმების საჭირო რაოდენობას ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს, არჩვნების მეორე ტური ჩაინიშნება.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 71 ადგილობრივი და 55 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება.

კომენტარები