იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 38-დან 34 მოსამართლე უვადოდ დანიშნა

იუსტიციის უმაღლესი საბჭო
hcoj.gov.ge

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 34 მოსამართლე უვადოდ დანიშნა. საბჭო სულ 38 მოსამართლის კანდიდატურას განიხილავდა. 4-მა მათგანმა საბჭოს წევრების მხარდაჭერა ვერ დაიმსახურა. ეს მოსამართლეები არიან ირაკლი აბშილავა (ზუგდიდის რაიონული სასამართლო), გაბრიჩიძე ეკატერინა (თბილისის საქალაქო სასამართლო), ტუკვაძე ელისო (თბილისის საქალაქო სასამართლო) და როინ კახიძე (ცაგერის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი).

უვადოდ დანიშნულ მოსამართლეთა შორის არის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ალანია, რომელიც არასრულწლოვანი გვანცა ყუფარაძის საქმეს განიხილავდა.

თამარ ალანია სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ სხვა ოთხ კანდიდატთან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წევრობის კანდიდატად შეარჩია. თუმცა, საქართველოს მთავრობამ სტრასბურგს მისი კანდიდატურა არ წარუდგინა.

კენჭისყრაში მონაწილეობა საბჭოს 4 წევრს არ მიუღია, მათ შორის საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს, არამოსამართლე წევრს, ნაზი ჯანეზაშვილს და ვახტანგ მჭედლიშვილს, ასევე მოსამართლე ლევან თევზაძეს, რომელიც ახლა შვებულებაშია. 

კომენტარები