ხვალ, 20 ოქტომბერს, თბილისის სამ რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. თელასი მიზეზად საგზაო სამუშაოებს და ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს.
სამგორის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე 2 საათიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, რკინიგზის ჩიხის, რევაზ მამისაშვილის, ეკატერინე ბაღდავაძის, ჭიჭინაძის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, პოლიციის, ქიზიყის, ქინძმარაულის და ენუქიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის მე-15 კორპუსის მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





