სიძულვილის ენა

სიძულვილის ენა პოლიტიკოსების და მედიის დღის წესრიგში - MDF-ის ახალი კვლევა

MDF

ქსენოფობია, ჰომოფობია, თურქოფობია, რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია, რასიზმი და ანტიდასავლური გზავნილები ქართველი პოლიტიკოსების და მედიის დღის წესრიგში - მედიის განვითარების ფონდმა მორიგი კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც წინასაარჩევნო დისკურსში სიძულვილის ენის გამოყენებას ეხება.

ანგარიშის მიხედვით, პოლიტიკური სუბიექტებიდან ყველაზე მეტი ანტიდასავლური კომენტარი და დისკრიმინაციული განცხადება პატრიოტთა ალიანსმა გააკეთა - 54. მას გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა მოსდევს 25 კომენტარით. მედიის განვითარების ფონდმა ამ პარტიის მონაცემებში თავისუფალი საქართველოს მონაცემებიც გააერთიანა, ვინაიდან თბილისის მერობის არჩევნებში ეს 2 სუბიექტი ერთიანი საარჩევნო ბლოკის, „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო” სახელით მონაწილეობს.

მოძრაობა “ეროვნულები” - 7 ანტიდასავლური და დისკრიმინაციული კომენტარი;

"ქართული ოცნება"- 5 კომენტარი. 

რაც შეეხება მედიას - მათი წარმომადგენლების მიერ გაკეთებული 164 კომენტარიდან ყველაზე მეტი, 99 ანტიდასავლური შინაარსის იყო და მათი უმეტესობა ონლაინ გამოცემა “საქართველო და მსოფლიოზე” მოდის - 52 კომენტარი.

მას მოსდევს ონლაინ გამოცემა “საქინფორმი” - 23 კომენტარი;

ტელეკომპანია “ობიექტივი” - 16, გაზეთი “ასავალ-დასავალი” - 7 კომენტარი.

ქსენოფობიური განცხადებებიდან (სულ 22) ყველაზე მეტის, 7 კომენტარის წყარო გაზეთი “ასავალ-დასავალი” იყო, რომელსაც თანაბრად მოსდევს ტვ “ობიექტივი” 6 და ონლაინ გამოცემა “საქართველო და მსოფლიო” 6 კომენტარით. ქსენოფობიას ასევე ვხვდებით “საქინფორმსა”(2) და გაზეთ “ალიაში” (1).

მედიის ჰომოფობიური კომენტარებიდან ( სულ 19) ყველაზე მეტი “საქართველო და მსოფლიოს” ავტორებს ეკუთვნით - 12 კომენტარი, ჰომოფობიას ასევე ვხვდებით გაზეთ “ასავალ-დასავალში” -5 , “საქინფორმსა” (1) და “ალიაში” (1).

მედიის თურქოფობიული/ისლამოფობიური კომენტარების (სულ 18) ყველაზე მეტი წილი პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებულ ტვ “ობიექტივზე” მოდის 8 კომენტარი. თურქუფობიულ/ისლამფობიურ ნარატივს ვხვდებით ასევე “საქართველო და მსოფლიოში” - 5 კომენტარი, “საქინფორმში” - 3, “ასავალ-დასავალსა” 1 და ტვ “კავკასიაში” - 1.

გენდერულ სტერეოტიპებს “საქართველო და მსოფლიოს” (2), გაზეთების “ასავალ- დასავალის” (1) და “პრაიმ ტაიმის” (1) შემთხვევაში ვხვდებით. რასობრივი კომენტარი (1), ასევე რელიგიური ნიშნით დისკირმინაცია (1) “საქართველო და მსოფლიომ” გამოაქვეყნა.

კვლევა სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ

კომენტარები