ავიაცია

გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით საქართველოში მოქმედი ავიაკომპანიების რეიტინგი

wikimedia

2017 წლის პირველ ცხრა თვეში ქართულმა და უცხოურმა ავიაკომპანიებმა სულ 3.1 მილიონი მგზავრი გადაიყვანეს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე პირველ ადგილზე Turkish Airlines-ია. კომპანია აღნიშნულ პერიოდში 350 ათას მგზავრს მოემსახურა, რითიც მას ბაზრის 11% უჭირავს. 298 ათასი მგზავრით მეორე ადგილზე აირზენა იმყოფება, მესამე ადგილზე კი Wizzair გავიდა, ავიაკომპანია 240 ათას მგზავრს მოემსახურა. პირველ ათეულში ვერ მოხვდა Lufthansa, რომელმაც წლის პირველ ცხრა თვეში 67 ათასი მგზავრი გადაიყვანა. რეიტინგში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები ლიდერობენ.

საქართველოში მოქმედი ავიაკომპანიების პირველი ათეული გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით (9 თვე):

10) კატარის ავიახაზები - 96 050 მგზავრი, ბაზრის წილი 3%


ფოტო: qatar airways

9) Pegasus - 97 046 მგზავრი, ბაზრის წილი 3%


ფოტო: pegasus

8) ურალის ავიახაზები - 120 916 მგზავრი, ბაზრის წილი 4%


ფოტო: ural

7) ციმბირის ავიახაზები - 138 511 მგზავრი, ბაზრის წილი 4%


ფოტო: siberia

6) აეროფლოტი - 155 697 მგზავრი, ბაზრის წილი 5%


ფოტო: rt.com

5) Fly Dubai - 193 405 მგზავრი, ბაზრის წილი 6%


ფოტო: FlyDubai

4) უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები - 227 801 მგზავრი, ბაზრის წილი 7%

3) Wizzair - 240 055 მგზავრი, ბაზრის წილი 8%


ფოტო: wizzair

2) აირზენა - 298 964 მგზავრი, ბაზრის წილი 10%


ფოტო: flickr.com/photos/picturejohn64

1) Turkish Airlines - 350 706 მგზავრი, ბაზრის წილი 11%


ფოტო: independent.co.uk

ავიაკომპანიების მიერ გადაყვანილი მგზავრების შესახებ სრული სტატისტიკური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

კომენტარები