აქცია ზუგდიდში

შსს: ზუგდიდში დაგეგმილ აქციაზე უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოება

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ ზუგდიდში დაგეგმილ აქციაზე საპატრულო პოლიცია უსაფრთხოების ყველანაირ ზომას დაიცავს. შსს-ს ცნობითვე, ევროპული საქართველოს მოთხოვნის საფუძველზე გზა გადაკეტეს.  

ამასთან, ევროპული საქართველოს ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონის სოფელ ერგეტაში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის მხარდამჭერებმა, ევროპული საქართველოს ზუგდიდის მერობის კანდიდატის ლელა ქებურიას ქმარს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაპირისპირების მიზეზი დღეს ზუგდიდში ევროპული საქართველოს მიერ დაგეგმილი აქცია გახდა.

"ოცნების შტაბი წარმომადგენლებმა საშუალება არ მისცეს ადგილობრივებს და მიკროავტობუსის მძღოლებს, ზუგდიდში აქციაზე წამოსულიყვნენ. სიტყვიერ შელაპარაკებას ფიზიკური დაპირისპირებაც მოყვა. მერობის კანდიდატის მეუღლეს სხეულზე დაზიანებებიც აღენიშნება" - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ევროპული საქართველო და ადგილობრივი მოსახლეობა აზიური ფაროსანას მიერ განადგურებულ მოსავალთან დაკავშირებით ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.

კომენტარები