აქცია ზუგდიდში

ზუგდიდში, მძღოლების აქციაზე ექვსი ადამიანი დააკავეს

რუსთავი 2

ზუგდიდის ცენტრში 200-მდე მძღოლი მეტრო ჯორჯიას ავტობუსების შემოსვლას აპროტესტებს. აქციის მონაწილეები პროცესში ხელისუფლების ჩარევას ითხოვენ. მათი თქმით, თურქული კომპანიის შესვლით ისინი სამუშაოს კარგავენ. მძღოლებმა ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა. აქციაზე ექვსი ადამიანი დააკავეს. 

სატრანსპორტო კომპანია მეტრო პლუსის ზუგდიდის ოფისის დრექტორი დავით დიდიშვილი აცხადებს, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს და აქციის მიუხედავად მათი კომპანია, კანონის ფარგლებში, საკუთარ საქმიანობას განახორციელებს. 

"ყველას აქვს უფლება, რომ საკუთარი აზრი გამოხატოს და ილაპარაკოს ის, რაც უნდა, მაგრამ ჩვენ კანონიერად ვმუშაობთ და ზუგდიდი-თბილისი მიმართულებით, აუცილებლად განვახორციელებთ რეისებს. პირველი რეისი გავა 12:00 საათზე და მგზავრებს კეთილ მგზავრობას ვუსურვებ", - განაცხადა დიდიშვილმა ინტერპრესნიუსის ცნობით. 

მძღოლების აქცია ამ დრომდე გრძელდება. აქციის ორგანიზატორების თქმით, კომპანიის ავტობუსს რეისზე გასვლის უფლებას არ მისცემენ. 

კომენტარები