17 ოქტომბერს, თბილისის სამ რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

Creative commons

ხვალ, 17 ოქტომბერს, თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. თელასი მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს.

სამგორის რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის, ენუქიძის, ქიზიყის და პოლიციის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-12, მე-13კმ, მე-14 კილომეტრების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიღმის მასივის I კვარტლის და პიმენ ყურაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შეშელიძის, ხიზანიშვილის და ვეკუას ქუჩების მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ" - აცხადებს თელასი.

კომენტარები