ტვიტერი

#მეც - ქალები სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ

https://twitter.com/Mendednetwork

#მეც (#MeToo) - ჰეშთეგს მსოფლიოს გარშემო ათასობით ადამიანი იყენებს. ტენდენცია ტვიტერზე ამერიკელმა მსახიობმა ალისა მილანომ წამოიწყო:

„თუ ყველა ქალი, ვინც სექსუალური ძალადობის ან შევიწროების მსხვერპლი ყოფილა, სტატუსად დაწერს „მეც“, შესაძლოა ხალხს ამ პრობლემის სიმწვავე და მასშტაბები დავანახოთ“ - წერს მილანო.

ჰეშთეგს კაცებიც უერთდებიან. ხალხი ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას და პრობლემასთან დაკავშირებულ ისტორიებს უზიარებს. 

ტრენდი მას შემდეგ გავრცელდა, რაც ათობით ჰოლივუდის მსახიობმა პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ქალების 35% ერთხელ მაინც ყოფილა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. ისეთი ტრენდები, როგორიცაა #მეც, ეხმარებიან ქალებს, თამამად ილაპარაკონ საკუთარ გამოცდილებაზე და ხელს უწყობენ ცნობიერების ამაღლებას სექსუალური ძალადობის შესახებ.


ფოტო: @MrsTucciAngell / https://twitter.com/MrsTucciAngell

კომენტარები