აფეთქება გაზგასამართი სადგურის

თბილისში გაზგასამართი სადგურის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

timer.ge

თბილისში, ქინძმარეულის ქუჩაზე გაზგასამართი სადგური აფეთქდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ტაბულას უთხრეს, რომ აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა და ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

პრესსამსახურის ინფორმაციითვე, შემთხვევის ადგილას ხუთი სახანძრო ჯგუფი იყო მობილიზებული. ამ დროისთვის, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

კომენტარები