16 ოქტომბერს, თბილისის ოთხი რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება

newcastle.gov.za

ხვალ, 16 ოქტომბერს, თბილისის ოთხ რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. თელასი მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს.

ნაძალადევის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინუას და ზესტაფონის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის და ნუცუბიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის და ქინძმარაულის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კეკელიძის და შატბერაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები