ინტერნეტი

საქართველოში მოქმედი ინტერნეტ პროვაიდერების რეიტინგი

Reuters

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს მოსახლეობამ ფიქსირებულ ფართოზოლოვან ინტერნეტში ჯამში 139.9 მილიონი ლარი გადაიხადა, რაც 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან შედარებით 9.9 მილიონით (7.4%-ით) მეტია. ეს თანხა კომპანიების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

საბოლოო აბონენტებისთვის მიწოდებული ინტერნეტის ღირებულება უმსხვილესი კომპანიების მიხედვით (იანვარი-აგვისტო):

  1. სილქნეთი - 55.9 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 6.2%
  2. მაგთიკომი - 51.6 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 9980% (2016 წელს მაგთიმ კავკასუსის საცალო ქსელი იყიდა, აღნიშნული ზრდის მიზეზიც სწორედ ესაა)
  3. ახალი ქსელები - 6 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 10%
  4. CGC - 2.9 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 16%
  5. ახტელი - 2.8 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 4.9%

აბონენტების რაოდენობა:

  1. სილქნეთი - 275 ათასი აბონენტი, ზრდა წინა წელთან 10%
  2. მაგთი - 247 ათასი აბონენტი, ზრდა წინა წელთან 36%
  3. ახალი ქსელები - 40 ათასი აბონენტი, კლება წინა წელთან 10%
  4. CGC - 20.7 ათასი აბონეტი, კლება წინა წელთან 17%
  5. ახტელი - 19.5 ათასი აბონენტი, ზრდა წინა წელთან 11%

ქვეყანაში ჯამურად 689 ათას აბონენტს აქვს ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტი. რეგიონების მიხედვით აბონენტების ყველაზე დიდი კონცენტრაცია თბილისშია. 

 

კომენტარები