ინტერნეტი

საქსტატი: ინტერნეტით მოსახლეობის 70.6% სარგებლობს

სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს კვლევას საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შინამეურნეობებში გამოყენების შესახებ, რომლის მიხედვითაც ბოლო სამ თვეში 6 წელს ზემოთ მოსახლეობის 70.6%-მა გამოიყენა ინტერნეტი, რაც 6.7%-ით მეტია შარშანდელ რიცხვზე.

საქალაქო დასახლებებში ინტერნეტს 78.8% იყენებდა, სასოფლოში კი 58.6%.

მათგან, ვინც ბოლო სამი თვის განმავლობაში მოიხმარდა ინტერნეტს, 89.2% ყოველდღე იყენებდა მას.

ინტერნეტის გამოყენების ძირითად მიზნებს წარმოადგენს სოციალური ქსელების გამოყენება (96.0%), ინტერნეტ (აუდიო/ვიდეო) კავშირი (85.6%), ონლაინ ახალი ამბების/გაზეთების/ჟურნალების წაკითხვა (55.4%), ელ. ფოსტის მიღება/გაგზავნა (53.8%), ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოძიება (51.7%), საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოძიება (38.0%), ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობა (29.8%), პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის (გარდა თამაშებისა) ჩამოტვირთვა (19.9%) და სამუშაოს ძიება/ სამუშაოსთვის აპლიკაციების გაგზავნა (17.4%).

ამასთან, საქსტატის კვლევის მიხედვით, კომპიუტერით უზრუნველყოფილია შინამეურნეობების 62%. ამ მაჩვენებლის მნიშვნელობამ საქალაქო დასახლებებში 74.6% შეადგინა, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 44.7%. რეგიონების მიხედვით ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალი თბილისსა და აჭარაშია და შესაბამისად, 79% 69.3%-ს შეადგენს.

კომენტარები