რუსეთი-საუდის არაბეთი

საუდის არაბეთი რუსეთისაგან საჰაერო თავდაცვის რაკეტებს შეიძენს

Reuters

საუდის არაბეთი რუსეთისაგან S-400 ტიპის საჰაერო თავდაცვის რაკეტებს შეიძენს.

ვლადიმერ პუტინის თანაშემწის ვლადიმირ კოჟინის თქმით, "მიმდინარეობს მოლაპარაკებები პირობებზე შესათანხმებლად" და კონტრაქტს "უახლოეს პერიოდში" მოაწერენ ხელს. მისივე ცნობით, შეთანხმება ასევე მოიცავს ანტი-სატანკო რაკეტებს, ცეცხლსასროლ იარაღს და ყუმბარმტყორცნებს.

ვლადიმირ პუტინი რუსეთში ვიზიტით მყოფ საუდის არაბეთის მონარქს გასულ კვირას შეხვდა.

საუდის არაბეთი საჰაერო თავცადვის სისტემებს ამერიკის შეერთებული შტატებისგანაც ყიდულობს.

გასულ თვეს თურქეთმაც მოაწერა შეთანხმებას ხელი, რომლის მიხედვითაც, რუსეთისაგან დაახლოებით 2,5 მილიანდი აშშ დოლარის ღირებულების S-400 ტიპის რაკეტებს შეიძენენ.

კომენტარები