რუსეთი-საუდის არაბეთი

ვლადიმირ პუტინი საუდის არაბეთში ჩავიდა და პრინც მოჰამედ ბინ სალმანს შეხვდა

REUTERS/File Photo

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აგრძელებს ოფიციალურ ვიზიტებს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში და არაბთა გაერთიანებული საამიროების შემდეგ საუდის არაბეთში ჩავიდა. დედაქალაქ რიადში ვლადიმირ პუტინი საუდის არაბეთის პრინცს მოჰამედ ბინ სალმანს შეხვდა. 

როგორც ცნობილია, პუტინისა და საუდის არაბეთის პრინცის შეხვედრის ძირითადი განსახილველი საკითხები ჰამას-ისრაელის ომი, ნავთობის ფასები და უკრაინის კონფლიქტია. 

Reuters-ის ცნობით, ვლადიმირ პუტინისა და საუდის არაბეთის პრინცის შეხვედრა მოჰყვა ნავთობის ფასების დიდ ვარდნას, მიუხედავად OPEC-ის დაპირებისა, რომ ნავთობის ფასები აღარ შემცირდებოდა. მსოფლიო ბაზარზე საუდის არაბეთთან ერთად რუსეთი ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია. 

შეხვედრამდე ვლადიმირ პუტინმა და საუდის არაბეთის პრინცმა პრესკონფერენცია გამართეს. ჟურნალისტებთან პუტინმა თქვა, რომ ის საუდის არაბეთის პრინცის ვიზიტს მოსკოვში ელოდებოდა, თუმცა გეგმები შეიცვალა და თავად ჩავიდა რიადში. 

კომენტარები