საკონსტიტუციო ცვლილებები

დოლიძე: თუ პარლამენტი ვეტოს გაითვალისწინებს, გვექნება უარესზე უკეთესი კონსტიტუცია

საქართველოს პრეზიდენტს აქვს მკაფიო პოზიცია მიწის საკითხთან დაკავშირებითაც. თუმცა, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის შეთანხმების დოკუმენტი, ყველა ეს საკითხი, რომელიც, ჩვენი აზრით, შექმნიდა ამ დოკუმენტს კარგ დოკუმენტად, დღეს თქვენ წინაშე წარმოდგენილი არ არის. ანუ თქვენ კითხვაზე, რა ტიპის დოკუმენტი იქნება ეს: კარგი, ცუდი, უკეთესი თუ საუკეთესო. თუ დღეს საქართველოს საპარლამენტო გამოიყენებს ამ ისტორიულ შანსს, ჩვენ გვექნება დოკუმენტი, რომელიც იქნება უკეთესზე უარესი. რაღაც საკითხებში ის იქნება უკეთესი, მაგრამ რაღაც საკითხებში, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, არ იქნება უკეთესი, ის არ იქნება შესაბამისი ჩვენი პოლიტიკური თუ იდეოლოგიური ფასეულობები. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ყველას გვინდა ვიცხოვროთ ერთობაში, რომელიც იარსებებს თანხმობის ქვეშ, ჩვენ ამ პრინციპულ საკითხებს გვერდზე ვდებთ და გთავაზობთ მხოლოდ და მხოლოდ იმ 6 საკითხს, რომელიც აუცილებლად მიგვაჩნია, იმისთვის, რომ გადარჩეს ამ დოკუმენტის ხასიათი და ერთპარტიული დოკუმენტიდან მრავალპარტიულ დოკუმენტად იქცეს. 

განაცხადა ანა დოლიძემ პარლამენტში, სადაც პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.

კომენტარები