უაქციზო სიგარეტი

საგამოძიებო: დავაკავეთ პირი, რომელსაც რუსეთში 75 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი გადაჰქონდა

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დოკუმენტების თანახმად, ბრალდებულ პირს საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ გავლით, საქართველოდან რუსეთში სატვირთო ავტომანქანით ყვავილები გადაჰქონდა.

"თუმცა, სამართალდამცველებმა მანქანა შეამოწმეს და აღმოაჩინეს, რომ რეალურად, ბრალდებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობის უაქციზო სიგარეტის გადაზიდვას ცდილობდა" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

სატვირთო მანქანიდან 217 500 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების 75 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს.

გამოძიება სსკ-ის მე-200 მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები