წყალდიდობა

ვიეტნამში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 43 ადამიანი დაიღუპა

dailymail

ვიეტნამის ცენტრალურ პროვინციაში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 43 ადამიანი დაიღუპა, 34 კი, დაკარგულად ითვლება. Dailymail-ის ინფორმაციით, სამძებრო - სამაშველო სამუშაოებში 250 ჯარისკაცი, პოლიცია და ადგილობრივი მოსახლეობაა ჩართული. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განცხადებით, მეწყერი და წყალდიდობა ტროპიკულმა წვიმებმა გამოიწვია.

სტიქიის შედეგად დაზიანდა ათასზე მეტი სახლი და  ინფრასტრუქტურა. ქვეყნის ხელისუფლებამ 200,000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები