ხვალ, 12 ოქტომბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად ელექტროქსელზე დაგეგმილ სამუშაოებს, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას და გადაუდებელ სარემონტო სამუშაოებს ასახელებს.
ვაკის და საბურთალოს რაიონები
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, ღლონტის, შარაშიძის, ჩოხელის და უნივერსიტეტის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის ზემო პლატოს II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





