სავარაუდოდ ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია მოპარა

STR/AFP/Getty Images

CNN-ის ცნობით სამხრეთ კორეის ეროვნული ასამბლეის წევრმა და თავდაცვის კომიტეტში მმართველი დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა ჩრდილოეთ კორეის მიერ სამხედრო დოკუმენტების მოპარვის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

მისი თქმით ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრო დაჰაკა და სამხრეთ კორეისა და აშშ-ის ერთობლივი სამხედრო გეგმების შესახებ ინფორმაცია მოიპარა. გავრცელებული ცნობით მოპარულია ასევე ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ჩამოგდების პროცედურების შემცველი დოკუმენტებიც.

სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრო და პენტაგონი კომენტარს არ აკეთებენ.

კომენტარები