კრიმინალი

ეკა კვესიტაძის მანქანა უცნობმა პირებმა დააზიანეს

Eka Kvesitadze/Fb.com

ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის მანქანა ღამით უცნობმა პირებმა დააზიანეს. მისი თქმით, დამტვრეულია სარკეები და დაზიანებულია - ორივე კარი. "განსხვავებული აქცენტების" წამყვანი ვარაუდობს, რომ მასზე მიზანმიმართული თავდასხმა იყო, რადგან მანქანა ქურდობის მიზნით არ დაუმტვრევიათ.

"სარკეები წაღებული არ არის. ყველაფერი ძირს ყრია. ანუ, მანქანის დამტვრევა ქურდობის მიზნით არ მომხდარა - ამას პოლიციაც მიდასტურებს. ახლა ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გავარკვიო - რა მიზანი ჰქონდა დამნაშავეებს. ორი ტიპი მოდიოდა და უცებ მანქანის დალეწვა მოუნდათ, რომელიც ჩემი აღმოჩნდა შემთხვევით, (რაც ძალიან მეეჭვება) ან მიზანმიმართული თავდასხმა იყო ჩემზე. წინასწარ არაფრის თქმა არ მინდა. გამოძიებას დაველოდები - საქმის გასახსნელად ყველა წინაპირობა აქვს. ანაბეჭდები, ზუსტი დრო, კამერების ჩანაწერები, მეზობლების ჩვენებები" - წერს კვესიტაძე.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის განზრახ დაზიანებასა და განადგურებას გულისხმობს.

კომენტარები