სოფლის მეურნეობა

საქართველოში ქათმის და წარმოებული კვერცხის რაოდენობა შემცირდა

Reuters

2017 წლის მეორე კვარტალში საქართველოში ქათმის და წარმოებული კვრცხის რაოდენობა შემცირდა. ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. 

უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოს ფერმებსა და შინამეურნეობებში 11.7 მილიონი ფრინველია, რაც 2016 წლის შესაბამის მონაცემებთან შედარებით 43 ათასით ნაკლებია.

რაც შეეხება წარმოებული კვერცხის რაოდენობას ის მეორე კვარტლის მდგომარეობით 151.8 მილიონ კვერცხს შეადგენდა, რაც 2016 წელთან შედარებით 7 მილიონი კვერცხით ნაკლებია.

კვლევიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში მსხვილფეხა პირუტყვის სულადობაც შემცირებულია. საქსტატის მონაცემებით, 2017 წლის II კვარტალის მდგომარეობით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 1 მილიონი სული შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 8.5 პროცენტით ნაკლებია.

ამ კლების მიუხედავად ზრდის ტენდენციაა წვრილფეხა პირუტყვის მიმართულებით. ცხვრისა და თხის ჯამური სულადობა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 5.0 პროცენტით გაიზარდა და 1.2 მილიონ სულს მიაღწია. ღორის სულადობა 194.6 ათასი სული იყო, რაც 10.4 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, წლის პირველ და მეორე კვარტალში წარმოებული პროდუქციის მოცულობა ასე გამოიყურება:

  • ხორცი (დაკლული) - 28.1 ათასი ტონა, კლება წინა წელთან 9%
  • წარმოებული რძე - 283 მილიონი ლიტრი, კლება წინა წელთან 4%
  • კვერცხი - 298 მილიონი ცალი, კლება წინა წელთან 4%

კომენტარები