რუსი მსახიობი და რეჟისორი რენატა ლიტვინოვა მომღერალ ზემფირასთან ქორწინების შესახებ ინფორმაციას უარყოფს. ლიტვინოვა აპირებს მედიას, რომელმაც ეს ინფორმაცია გაავრცელა, სასამართლოში უჩივლოს.
ამის შესახებ РИА Новости-ის რეჟისორის წარმომადგენელმა უთხრა.
"რენატა წუხს, რომ მედიაში მსგავსი ტყუილები იწერება. ის ეძებს ცილისწამების ავტორების დასჯის გზებს", - ამბობს ლიტვინოვას წარმომადგენელი.
ზემფირას და რენატა ლიტვინოვას ქორწინების შესახებ ჭორები მედიაში 2009 წლიდან არაერთხელ გავრცელდა.
რუსულმა მედიამ სტოკჰოლმში ქორწინების შესახებ ინფორამცია გუშინ, 5 ოქტომბერსაც გაავრცელა.