სამოქალაქო ქორწინება

ზემფირა და რენატა ლიტვინოვა დაქორწინდნენ

yaplakal

რუსი მომღერალი ზემფირა და მსახიობი და რეჟისორი რენატა ლიტვინოვა დაქორწინდნენ. სამოქალაქო ქორწინება 4 ოქტომბერს, სტოკჰოლმში შედგა.

ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

შვედეთმა ერთი სქესის წარმომადგენლებს დაქორწინების უფლება 2009 წელს მისცა.

ზემფირა და ლიტვინოვა რუსული მედიის ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცნენ, თუმცა მათი ურთიერთობის შესახებ დასმულ კითხვებს ისინი არასდროს არ პასუხობდნენ.

კომენტარები