კრიმინალი

ძმის მკვლელობაში ბრალდებულს ნაფიცმა მსაჯულებმა 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

Getty Images

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ქუთაისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ძმის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი დამნაშავედ სცნო. გ.გ-ს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 8 იანვარს, საღამოს საათებში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა გ.გ.-მ შელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარ სახლში სანადირო თოფიდან ესროლა ძმას -კ.გ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობის შედეგად კ.გ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გ.გ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა", - აცხადებენ პროკურატურაში.

კომენტარები