განზრახ მკვლელობა

სასამართლომ განზრახ მკვლელობასა და ქურდობაში ბრალდებულს 11 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

facebook.com/pages/თბილისის-საქალაქო-სასამართლო

სასამართლომ განზრახ მკვლელობასა და ქურდობაში ბრალდებული პირს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის აპრილში მსჯავრდებულმა გ. რ-მ მოკვლის განზრახვით, დანით კისრის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა მოქალაქე ნ. ზ-ს, რის შემდეგაც ის ადგილზე გარდაიცვალა. 

"მიღებული ჭრილობის შედეგად ნ.ზ. ადგილზე გარდაიცვალა. გ.რ.-მ გვამი წყლით სავსე აბაზანაში ჩააგდო, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა გარდაცვლილის ბეჭედს და საბანკო პლასტიკურ ბარათს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა." - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სამართალდამცველებმა გ.რ. 2017 წლის 20 აპრილს დააკავეს. მას ბრალი განზრახ მკვლელობისა და ქურდობის მუხლით წარუდგინეს, სასამართლომ ის ორივე ნაწილში დამნაშავედ ცნო და პატიმრობა შეუფარდა. 

კომენტარები