5 ოქტომბერს, თბილისის ოთხ რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

ხვალ, 5 ოქტომბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად აღრიცხვის კვანძის მოწყობას, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას და გეგმურ სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

ჩუღურეთის რაიონი

12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და დოდო აბაშიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

13:30 საათიდან 14:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ართვინის, ჩეჩელაშვილის, მიჩურინის, მამარდაშვილის, საქარის, თვალჭრელიძის და უფლისციხის ქუჩების მაცხოვრებლებს.

15 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარშენის, გუმათის, პეტრე ბაგრატიონის, პაატა სააკაძის, მნათობის და ახუთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის, ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის გამზირის, გოძიაშვილის და პეტრე სარაჯიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გაზირის, შარტავას, კანდელაკის, იოსებიძის, დები იშხნელების, ბუდაპეშტის და ტაშკენტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს (ნაწილობრივ) და ვარკეთილის მეურნეობის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის და ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კავარტლის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები