საზოგადოებრივი მაუწყებელი

რა შეიძლება დაჯდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა

საზოგადოებრივი მაუწყებელი

სახელმწიფოს კუთვნილმა "სსიპ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" გამოაცხადა 1-მილიონიანი ტენდერი ახალი შენობის პროექტის შესყიდვაზე.  ტენდერში მონაწილეობა სამმა საპროექტო კომპანიამ მიიღო. კონკურსში გამარჯვებული ონლაინ-კონკურსის, "აირჩიე პირველი არხის შენობის დიზაინის" მეშვეობით გამოვლინდება. გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება Facebook-ის მომხმარებლებს შეუძლიათ. ამ ფორმით შენობის პროექტის დიზაინის არჩევის გადაწყვეტილება ვასილ მაღლაფერიძის ხელმძღვანელობით არსებულმა სატენდერო კომისიამ მიიღო. 

ტელეკომპანიის ახალი შენობა არსებული შენობის მიმდებარედ უნდა აშენდეს.

წარდგენილი პროექტების დიზაინი ასე გამოიყურება:

1) შპს თბილქალაქპროექტი 

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=2&v=CBK3ut1CawY]

პროექტის დეტალური აღწერილობა იხილეთ აქ:

2) შპს არტსტუდიო-პროექტი

პროექტის დეტალური აღწერილობა იხილეთ აქ:

3) შპს BWC

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=1&v=OZxHPSe7yVw]

პროექტის დეტალური აღწერილობა იხილეთ აქ:

იმის გამო, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ამ დროისთვის გამოცხადებული აქვს მხოლოდ არქიტექტურული პროექტის შესყიდვის ტენდერი უცნობია თუ რა შეიძლება დაჯდეს მთლიანად ამ პროექტის განხორციელება. თუმცა სავარაუდოდ, პროექტის შესყიდვის, ახალი შენობის აშენების და მისი აპარატურით აღჭურვის პროცესი საქართველოს გადასახადის გადამხდელებს 20-30 მილიონ ლარზე ნაკლები არ უნდა დაუჯდეთ. 

2018 წლის ბიუჯეტით საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი 5.5 მილიონი ლარით, 52 მილიონ ლარამდე იზრდება. 

სატელევიზიო რეიტინგების მზომავი კომპანია TVMR-ის უკანასკნელი მონაცემებით, საზმაუს რეიტინგი 4.12%-ია. 

კომენტარები