გუშინ აქციის მონაწილეები გავიდნენ კანონის მოთხოვნების ჩარჩოებიდან და, რა თქმა უნდა, რეაგირებაც იყო სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი. რა თქმა უნდა, მშვიდობიან პროტესტს არავინ არ უზღუდავს ამ ქვეყანაში უკვე დიდი ხანია არავის, მაგრამ აქციის მონაწილეებმაც კანონის ელემენტარული მოთხოვნები უნდა დაიცვან. თუ არსებობს სამართალდამცველების მხრიდან რაიმე გადამეტების ფაქტები, ამაზე ხდება ხოლმე შესაბამისი რეაგირება, გუშინ რაც ვიხილეთ, ეს იყო პირიქით, აქციის მონაწილეების მხრიდან კანონის სრული იგნორირება. ეს კონკრეტული ფაქტი [რომ პარლამენტის დეპუტატი ნიკა მელია მერიაში არ შეუშვეს] არ მინახავს, არ მიმიდევნებია თვალი, ზოგადად, რა თქმა უნდა, დეპუტატს აქვს შესვლის უფლება, მაგრამ გუშინ იქ იყო ცოტა არასტანდარტული მდგომარეობა და შეიძლება, ამით იყო გამოწვეული.
tbl.ge/2jcz
დაკოპირდა

პარლამენტის ვიცე სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მერიასთან ენმ-ის აქციის შესახებ, სადაც წვრლიმანი ხულიგნობის და დაუმორჩილებლობისთვის, ექვსი პირი დააკავეს. პარტიის საკრებულოს და პარლამენტის რამდენიმე დეპუტატი კორდონის გარღვევას და მერიაში შესვლას ცდილობდა, რისი უფლებაც პოლიციამ არ მისცათ.




