თავდასხმა ლას ვეგასში

ლას ვეგასში მომხდარი თავდასხმის გამო საქართველოს პრეზიდენტი შეშფოთებას გამოთქვამს

გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი ლას-ვეგასში მომხდარი თავდასხმის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

"შეძრწუნებული ვარ ლას-ვეგასში მუსიკალური ფესტივალის დროს მომხდარი თავდასხმის გამო, რომელსაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ განსაცდელის ჟამს მტკიცე თანადგომას ვუცხადებ ამერიკის მთავრობას, ამერიკელ ხალხს და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

აშშ-ში, ლას-ვეგასში, Mandalay Bay კაზინოს ტერიტორიაზე უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 50 ადამიანი დაიღუპა და 200-მდე დაშავდა. 

არსებული ინფორმაციით, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა ქანთრი მუსიკის ფესტივალზე შეკრებილ ხალხს გაუხსნა ცეცხლი. პოლიციის განცხადებით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი მოკლეს. 

კომენტარები