თავდასხმა ლას ვეგასში

ლას ვეგასის თავდამსხმელს სასტუმროს ოთახთან კამერები ჰქონდა დამონტაჟებული

Reuters

უკანასკნელი ინფორმაციით, სტივენ პადოკს, რომელმაც ლას ვეგასის სასტუმროს 32-ე სართულიდან მუსიკალური ფესტივალის დამსწრეებს ცეცხლი გაუხსნა და 58 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, სასტუმროს ოთახის მიმდებარე ტერიტორიაზე კამერები ჰქონდა დამონტაჟებული. ორი კამერა სასტუმროს დერეფანში, ხოლო ერთი საკუთარი ოთახის კარზე. პოლიციის აზრით, ამან პადოკს საშუალება მისცა გაეგო პოლიციის მოახლოების შესახებ.

პოლიციის თქმით, კვლავ უცნობია დამნაშავის მოტივი, თუმცა ცხადია, რომ თავდასხმა კარგად იყო დაგეგმილი.

დაკითხვაზეა პადოკის მეგობარი გოგონა, რომელიც თავდასხმის დროს ფილიპინებში იმყოფებოდა.

კომენტარები