3 ოქტომბერს, თბილისის შვიდ რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

Creative commons

ხვალ, 3 ოქტომბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, მიზეზი გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოებია. 

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საპნის ქარხნის ტერიტორიის, გორგასლის, გულიას, კრწანისის, ნიშნიანიძის, სადგურის, სირაძის და ხეივნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, სოფელ დიღმის, ვაშლიჯვრის დასახლების, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, II, III, IV კვარტლების, ჩხიკვაძის, ნუცუბიძის, ჟღენტის, გამრეკელის, პიკასოს, ინტენსიფიკაციის, ძოწენიძის, სარაჯიშვილის, გოძიაშვილის, გელოვანის, ჩაჩავას, გვიმრაძის, ალმასიანის, ბერბუკის, ალექსიძის და ასლანიდის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის IV კვარტლის და პატარიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

15 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორბელიანის მოედნის, ათონელის, თაბუკაშვილის, ჯორჯიაშვილის და ჭანტურიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიბანის და სალხინოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე ნახევარი საათის მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, აფრიკის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, რაზიკაშვილის, ლორთქიფანიძის, ჭიჭინაძის, ცისკარიშვილის, პოლიციის, ქიზიყის, ენუქიძის, სამასი არაგველის, მოსტკოვის, გუმათგესის, იდუმალის, ფრონეს, ქვილითაიას, სამგორის, ფაღავას, სანაძის, გუგუშვილის, ბაღდავაძის და მამისაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები