დღეს, 2 ოქტომბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასის ცნობით, მიზეზი გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოებია.
კრწანისის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის III მიკრორაიონის და ღოღობერიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და მარჯანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) ლამისყანის, წერონისის, სამღერეთის, ჟღენტის, ზედამზის, მაჩხაანის, კლდეკარის, ლაითურის, სუვოროვის, ხერთვისის, ანაპის 414 დივიზიის, ვანათის, ღრმაღელის, მუხრანის, ფეიქართა და ქსნის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის, კალოუბნის და შუამთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინანდლის, დოესის, ლეხ კაჩინსკის, აწყურის, ნოსირის, კასპის, კობარეთის, ზურაბიშვილის და უბილავას ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის და პეტრე იბერის ქუჩის მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





