29 სექტემბერს, თბილისის ექვსი რაიონის მოსახლეობა ელექტროენერგიას შეზღუდვით მიიღებს

Reuters

დღეს, 29 სექტემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასის ცნობით, მიზეზი გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოებია.

ისნის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრომშენის დასახელების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის დასახლების II მიკრორაიონის და ნავთლუღის დასახლების XIII ქუჩის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ამაღლების, იაშვილის, ასათიანის და ქიქოძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის მე-10, მე-12 კილომეტრების, აკაკი ბელიაშვილის, დისევის, ლიუბლიანას, ბუხუას, ჩაჩავას და სპირიდონ კედიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, გარდაბნის გზატკეცილის, აფრიკის დასახლების, ჭიჭინაძის 360-ე კილომეტრის, ნავთლუღის დასახლების, ნავთლუღის დას. II შესახვევის, რკინიგზის ჩიხის, კორნელი სანაძის II შესახვევის, ლუკა რაზიკაშვილის V შესახვევის, ჭიჭინაძის IV ჩიხის, ჭიჭინაძის ჩიხის, ქინძმარაულის, გიორგი მაჩაბელის, გიორგი გურჯიევის, მერაბ ქვილითაიას, ველის, ქიზიყის, ანდრია გუგუშვილის, გიორგი გვაზავას, ილია ბახტაძის, აკაკი ფაღავას, ლალაევა-ედიბერიძის, რევაზ მამისაშვილის, კორნელი სანაძის, ეკატერინე ბაღდავაძის, ნუგზარ საჯაიას, ენუქიძის, პაატა გუგუშვილის, გიორგი ოდიშელიძის, დიმიტრი ერმაკოვის, ზურაბ დობორჯგინიძის და ბესო ბერიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

14 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, სოფელი ზურგოვანის, მუხათგვერდის დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, მეფე ფარნავაზის გამზირის, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის, დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაკვეთები), დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის და გოდერძი ჩოხელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ცაგარელის, მიცკევიჩის, შმიდტის და ბურძგლას ქუჩების მაცხოვრებლებს.

13 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, მიცკევიჩის და ტაშკენტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები