აეროპორტები

IT სისტემის გათიშვამ ბრიტანეთის,საფრანგეთისა და აშშ-ს აეროპორტებში ქაოსი გამოიწვია

Twitter account of Mike Schuh

მსოფლიოს უდიდეს აეროპორტებში კომპიუტერული სისტემის გათიშვამ მგზავრთა შორის უკმაყოფილება და ქაოსი გამოიწვია.

გატვიკისა და ჰითროუს აეროპორტები ლონდონში, შარლ დე გოლის პარიზში და რეიგანის აეროპორტი ვაშინგტონში მგზავრთა რეგისტრაციას რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ. სისტემის გათიშვამ პრობლემები შეუქმნა სინგაპურის, იოჰანესბურგის, ციურიხისა და მელბურნის აეროპორტებსაც.

Telegraph-ის ცნობით, უწყვეტი რიგები და ქაოსი აეროპორტებში, პროგრამა Amadeus-ის გათიშვამ გამოიწვია. გატვიკის აეროპორტის პრეს-სპიკერის განცხადებით, მათ უკვე მოაგვარეს პრობლემა და რეგისტრაციის პროცესი აღდგენილია.

“შეფერხება იმ ავიახაზებმა გამოიწვიეს, რომლებიც Amadeus Altae-ის მეშვეობით არეგისტრირებდნენ მგზავრებს. ეს არ იყო აეროპორტის მუშაობის გაუმართაობით გამოწვეული პრობლემა.“-განაცხადა მან.

კომენტარები