აეროპორტები

პრემიერი: თბილისის აეროპორტი არ აკმაყოფილებს სტანდარტებს, გვჭირდება ახალი ინფრასტრუქტურა

ირაკლი ღარიბაშვილი

"ვთქვათ პირდაპირ, რომ თბილისის არსებული აეროპორტი არ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს" - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანას სჭირდება "თანამედროვე, მაგარი, ძლიერი, გამართული" ინფრასტრუქტურა თავისი კარგო (სატვირთო) ტერმინალებით და ბიზნესავიაციით.

"ახალი ტერმინალის აშენება გვინდა, რომ მოხდეს და ჩვენ ამ მიმართულებით დავიწყეთ უკვე აქტიური მუშაობა, სიახლეებს აქტიურად შევატყობინებთ საზოგადოებას, მაგრამ ჯამში ჩვენ ველოდებით 400-500 მილიონი დოლარის ინვესტიციას აეროპორტებში, თბილისსა და ბათუმში.

ქუთაისში გვაქვს ხედვა ასევე, შეიძლება დამატებით კარგოს [სატვირთო ტერმინალი] მიმართულება განვითარდეს და ჯამში, ეს სერიოზული ინვესტიციები გამოგვივა" - ამბობს ღარიბაშვილი.

კომენტარები