ჩვენმა წინამორბედებმა 9 წლის განმავლობაში 49 ბაღი დახურეს. ბავშვების და მშობლების მხრიდან ბაღებზე მოთხოვნაა, ჩვენ დავიწყეთ საბავშვო ბაღების მშენებლობა, როგორც კი მოვედით ხელისუფლებაში. ამის შედეგია ის, რომ დღეს ქალაქს დამატებით 12 ახალი საბავშვო ბაღი აქვს, ორი - ოქტომბრის დასაწყისში იხსნება და 13 ბაღის მშენებლობა პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ, რასაკვირველია, განიტვირთება საბავშვო ბაღები და აღსაზრდელთა რაოდენობა ჯგუფებში იქნება შედარებით ნორმალური. პირველი 2-3 კვირა თითქმის ყოველთვის ასეა, შემდეგ ბავშვების ნაწილი არ დადის და აქედან გამომდინარე, ჯგუფებში უფრო თავისუფალი მდგომარეობაა. ვფიქრობთ, გარკვეული დროის შემდეგ ბაღებში მდგომარეობა დასტაბილურდება.
tbl.ge/2ivs
დაკოპირდა
თბილისის მერი დავით ნარმანია საბავშვო ბაღებში ბავშვების გადატვირთვაზე.
ამავე თემაზე
- თბილისის საჯარო ბაღებში რეგისტრაციის პირველი ეტაპი 10 ივლისს დაიწყება
- წულუკიანი მინისტრის მოადგილეს: თვეში ერთხელ მობრძანდით და მოგვახსენეთ, რა გააკეთეთ
- "ერთჯერადი ჭიქები, ინდივიდუალური ჩანთები" - როგორ გაიხსნა საბავშვო ბაღები საქართველოში
- მეზვრიშვილი ბაღების გახსნაზე: გაცილებით მეტი რისკია, ვაგრძელებთ მსჯელობას
- გაკოტრებამდე მისული კერძო ბაღები და მშობლები, რომლებსაც ბავშვების დამტოვებელი არ ჰყავთ