აშშ-ჩრდილოეთ კორეა

სარა სანდერსი ჩრდილოეთ კორეის განცხადებაზე: აშშ-ს ომი არ გამოუცხადებია

CNN

თეთრი სახლის პრეს მდივანმა სარა სანდერსმა ჩრდილოეთ კორეის საგარეოს საქმეთა მინისტრის, რი იონგ ჰოს მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელშიც ის აშშ-ს ომის გამოცხადებაში ადანაშაულებს და სამხედრო თვითმფრინავების ჩამოგდებით ემუქრება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი ქვეყნის საჰაერო სივრცეში არ შეიჭრებიან, პრესასთან გამართულ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა.

"ჩვენ არ გამოგვიცხადებია ომი ჩრდიელოთ კორეისათვის. ამაზე საუბარი აბსურდულია."

"არასდროს არ არის მისაღები ერთი ქვეყნის მიერ მეორე ქვეყნის თვითმფრინავების ჩამოგდება როდესაც ისინი საერთაშორისო წყლების თავზე დაფრინავენ. ჩვენი მიზანი კვლავ იგივეა, ჩვენ კვლავ ვცდილობთ კორეის ნახევარკუნძულის მშვიდობიანი დენუკლეარიზაციის მიღწევას." თქვა სარა სანდერსმა.

კომენტარები