აშშ-ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს სამხედრო თვითმფრინავების ჩამოდგებით ემუქრება

Sky News

ორშაბათს გაკეთებულ განცხადებაში ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს სამხედრო თვითმფრინავების ჩამოგდებით დაემუქრა, მაშინაც კი, თუ ისინი მის საჰაერო სივრცეში არ იქნებიან, რადგან მათი თქმით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადებები ომის გამოცხადებას უტოლდება.

"მთელ მსოფლიოს უნდა ახსოვდეს, რომ აშშ-მ პირველმა გამოუცხადა ომი ჩვენს ქვეყანას" თქვა ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა რი იონგ ჰომ ჟურნალისტებთან დონალდ ტრამპის მიერ Twitter-ზე შაბათს გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას.

დონალდ ტრამპის Tweet-ში ნათქვამია: "ახლახანს მოვუსმინე ჩრდიელოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლას გაეროში. თუ ის გაიმეორებს პატარა რაკეტის კაცის სიტყვებს, ისინი დიდ ხანს ვეღარ იარსებებენ!"

გაეროს გენერალური ასამბლეის შეხვედრაზე რი იონგ ჰომ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა განიხილავს წყნარ ოკეანეში წყალბადის ბომბის გამოცდას.

"რადგან აშშ-მ ომი გამოუცხადა ჩვენს ქვეყანას, ჩვენ გვაქვს ყველანაირი უფლება მივიღოთ სათანადო ზომები, მაშ შორის გვაქვს უფლება ჩამოვაგდოთ აშშ-ის ბომბდამშენები, მაშინაც კი, თუ ისინი უშუალოდ ჩვენს საჰაერო სივრცეში არ არიან" თქვა რიო იონგ ჰომ და დაამატა, რომ მაშინ "პასუხი გაეცემა იმ კითხვას, ვინ ვეღარ იარსებებს დიდხანს."

ჩრდილოეთ კორეას წარსულში ჩამოუგდია აშშ-ის სამხედრო თვითმფირნავები. მათ შორის 1969 წელს, პრეზიდენტ ნიქსონის ადმინისტრაციისას, რასაც 31 ამერიკელის სიცოცხლე ემსხვერპლა. აშშ-ს საპასუხო თავდასხმა არ განუხორციელებია და მათმა სამხედრო თვითმფრინავებმა ჩრდილოეთ კორეის სანაპიროსთან ფრენები ერთი კვირის შემდეგ კვლავ განაახლეს.

კომენტარები