ხვალ, 26 სექტემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.
სამგორის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის, საავიაციო ქარხნის დასახლების, მოსკოვის გამზირის, მოსკოვის გამზირის IV, V კვარტლების, ჯავახეთის II შესახვევის და დიმიტროვის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შუშინის, მირზა შაფი ლაზახის, ახუნდოვის, გრიშაშვილის, ბოტანიკის, ვერცხლის, აბანოს, გორგასლის, ხეივნის, კრწანისის და გულუას ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის II, IIა, III მიკრორაიონების, ვაზის, დეკანოზიშვილის, გუდარეხის, აბუსერიძე-ტბელის, სახალხოს, ნავთლუღის, ჰოლბრუკის და იუნკერთა ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) და ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის საკრებულოს ტერიტორიის, უნივერსიტეტის, პოლიტკოვსკაიას, მინდელის და ნუცუბიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერტორიის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გობრონიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის და გმირ კურსანტთა ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
15 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქუჩიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





