ე. წ. ციანიდის საქმე

მეუფე იაკობი: მამა გიორგიზე მიჩენილები არიან, რომ არ თქვას არც ერთ იერარქზე

პირველად ვინ დაიცვა მამალაძე? ეს იყო რუსეტის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარეა, მიტროპოლიტი ილარიონი და იმის მოადგილეა, დეკანოზი ბალაშოვი, მაგას აჰყვა მეუფე პეტრე, მერე იყო ფანცულაია და რამიშვილი და, მე ვფიქრობ, რომ სპეციალურად ჰყავთ მიჩენილები მაგენი მამა გიორგის, გამოიტანონ იქიდან ამბავი და იქით ანუგეშონ, რომ პირი არ დააღოს და არ თქვას არც ერთ იერარქზე. თქვენ დაინახავდით ამ ბოლო პერიოდში ვინ ამართლებს მამა გიორგის, ვის არ სჯერა, რომ მას შეიძლება რამე ჩაედინა. მამა გიორგიზე ჩემთან მეუფე პეტრეს იმდენი ცუდი აქვს ნალაპარაკები... რომ ვუთხარი, მაგის რატომ გჯერა თქო, ასე მითხრა, მე მასე მჯერავს სახელმწიფომ ჩაუდო ციანიდიო რა. ამდენი ხანი გაჩერებული ვიყავი პატრიარქის სიყვარულის გამო და ხმას არ ვიღებდი. დღეიდან აღარავის აღარ შევარჩენ მაგათ, რასაც აკეთებდნენ

კომენტარები