ე. წ. ციანიდის საქმე

მამა ანდრია სარია: დეკანოზ მამალაძის საქმე სახელმწიფოს სირცხვილად ჩაითვლება

ცოტაოდენი იმედი მაინც მქონდა, რომ სასამართლო მაინც იქნებოდა დამოუკიდებელი, თუმცა ჩანს, რომ არათუ დამოუკიდებელი, თვეების წინ მიღებული გადაწყვეტილება გააჟღერეს. პროკურორები ისეთი მშვიდი სახეებით ისხდნენ პროცესზე, წინასწარ მათ თანხმობა ჰქონდათ ერთმანეთთან, ალბათ მოსამართლის გადაწყვეტილებაც წინასწარ იცოდნენ. 9 წლით თავისუფლების აღკვეთა კი არა, ერთი დღითაც კი უსამართლოა. სასამართლო და სახელმწიფო ვერ გათავისუფლდა, ეტყობა ეს ერთობლივი პროექტი იყო. სახელმწიფოს სირცხვილად ჩაითვლება ეს საქმე. სასამართლოზე აღარ არის საუბარი. ყველა ამბობდა, რომ პატრიარქის სიცოცხლე გადაარჩინეს, მაგრამ გუშინ გამოჩნდა, რომ ეს დიდი სიცრუე იყო. ტყუილში აცხოვრებენ საზოგადოებას, მაგრამ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება, იმიტომ რომ ტყუილს მოკლე დღეები აქვს. 

განაცხადა მამა ანდრია სარიამ რუსთავი 2-ის ეთერში მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ე.წ ციანიდის საქმეზე დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვევთა შეუფარდა.

კომენტარები