ზურაბ სოტკილავა

ზურაბ სოტკილავა საქართველოში ჩამოასვენეს, მას 23 სექტემბერს დაკრძალავენ

ТАСС

საოპერო მომღერალი ზურაბ სოტკილავა საქართველოში ჩამოასვენეს. მას 23 სექტემბერს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

21-22 სექტემბერს, ზურაბ სოტკილავას სახლში პანაშვიდები გაიმართება. ცხედარს ოპერისა და ბალეტის თეატრში 23 სექტემბერს გადაასვენებენ, სადაც უკვე სამოქალაქო პანაშვიდი  ჩატარდება. 

ზურაბ სოტკილავა 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 1965-1974 წლებში ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი, 1974 წლიდან კი მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი იყო. სოტკილავამ 1979 წელს საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის ტიტული მიიღო. 1998 წელს კი ედუარდ შევარდნაძემ მას შოთა რუსთაველის პრემია გადასცა.

კომენტარები