ზურაბ სოტკილავა

ზურაბ სოტკილავა გარდაიცვალა

ТАСС

მოსკოვში 80 წლის ასაკში გარდაიცვალა დიდი თეატრის სოლისტი ზურაბ სოტკილავა. ტენორის გარდაცვალების შესახებ დიდი თეატრის დირექტორმა ვლადიმირ ურინმა განაცხადა.

სოტკილავა 1965-1974 წლებში ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი, 1974 წლიდან კი მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი იყო. სოტკილავამ 1979 წელს საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის ტიტული მიიღო. 1998 წელს კი ედუარდ შევარდნაძემ მას შოთა რუსთაველის პრემია გადასცა.

კომენტარები