21 სექტემბერს, თბილისის ექვს რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

ხვალ, 21 სექტემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. თელასი მიზეზად გეგმურ სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

ისნის და სამგორის რაიონები

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, ვარკეთილის III მასივის V მიკრორაიონის, ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტლის, ვარკეთილი-3 დასახლების IV მიკრორაიონის და ჯავახეთის ქუჩის მაცხოვრებლებს.

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის, სამასი არაგველის, შავსოფლის, ბოდბის, ლუსინიანის, არბოშიკის, ბოჭორმის და იალბუზის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), გახოკიძის, ბაღდავაძის, მებაღეობის, ჭიჭინაძის, რაზიკაშვილის, პოლიციის, ქიზიყის, ენუქიძის და ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ფერაძის და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის, ლვოვის, ყუშიტაშვილის, ვაზისუბნის, ბუდაპეშტის და მამია ალასანიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თავისუფლების მოედნის და ლეონიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის, აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ბელიაშვილის, რობაქიძის და ლუბლიანას ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის და გმირ კურსანტთა ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

13 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიბანის, სალხინოს და ხერხეულიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები