უზარმაზარი თანხები დაიხარჯა თქვენს წინასაარჩევნო შეხვედრაზე, სადაც სამეგრელოს მერობის კანდიდატები წარადგინეთ და იქ ძალით მირეკეთ პედაგოგები და მოსწავლეები შანტაჟისა და მუქარის გზით და მათ სიმღერები მოასმენინეთ. თქვენ გგონიათ, მართლა ემღერებოდა იქ მოსახლეობას? გაუბედურებული და სასოწარკვეთილი ხალხი ელოდებოდა თუნდაც ერთ სიტყვას პრემიერისგან, ერთ დამაიმედებელ მესიჯს იმასთან დაკავშირებით, მიიღებდა თუ არა კომპენსაციას და არა ბრტყელ-ბრტყელ და ტრაფარეტულ ფრაზებს, რომ მთელი ქვეყანა ჩართულია, მობილიზებულია სოფლის მეურნეობის სამინისტრო და რომ რთულია აზიურ ფაროსანთან ბრძოლა. დიახ, რთულია სახელმწიფო სამსახურში ყოფნა და რთულია გამოწვევებზე პასუხის გაცემა. თუ არც უნარი გაქვთ და არც შესაძლებლობა იმისა, რომ მოსახლეობას მოუგვარო ეს პრობლემები, ოდნავ მაინც უნდა აღმოგაჩნდეს იმის პოლიტიკური ნება, რომ პრემიებში არ დახარჯო 320 მილიონი, 18-ჯერ და 21-ჯერ არ გასცე წელიწადში პრემია სახელმწიფო მოხელეებზე და ოდნავ მაინც მიმართო ეს თანხები იმისკენ, რომ დაზარალებულ მოსახლეობას ცოტათი მაინც უშველო.
tbl.ge/2iic
დაკოპირდა
ლელა ქებურიამ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე აზიური ფაროსანასგან დაზიანებული სიმინდის ტაროები მიიტანა და ხელისუფლებას მავნებლისგან დაზარალებული ხალხის დახმარებისკენ მოუწოდა.
ამავე თემაზე
- მინისტრის მოადგილე: აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ქართული მოდელი მსოფლიოსთვის სამაგალითოა
- ბახტაძე: შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, ფაროსანის პრობლემის მოგვარება დასასრულს მიუახლოვდა
- სურსათის ეროვნული სააგენტო: აზიური ფაროსანას რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა
- ფაროსანას წინააღმდეგ კოორდინაციის მიზნით კომისია შეიქმნა, მას სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს
- აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება დაიწყო