ამაღამ, ნაძალადევის რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

Creative commons

ამაღამ ნაძალადევის რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. თელასის ცნობით, გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 01 საათიდან 07 საათამდე შეზღუდვა შეეხება:

ხეხილ-სანერგე მეურნეობის, გურამიშვილის გამზირის, სანზონის დასახლების, მეტრო ღრმაღელის მიმდებარე ტერიტორიის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, თემქის დასახლების X კვარტლის, თემქის დასახლების XI მიკრორიონის I კვარტლის, ქსნის, ფეიქრების, ერწოს, ქვიშხეთის, რატევანის, ზიგზაგის, ლიახვის, ჟინვალის, ნაგომარის, შენგელაიას, ბოგვის, გარეჯელის, ხორნაბუჯის, ელიავას, ჭოპორტის, ჩარგლის, გუდამაყრის, თიანეთის, ბუაჩიძის, მარუაშვილის, ტყეკულტურის, აჭარის, გედევანიშვილის, მახათას, ხუდადოვის, ცაიშის, ჩეჩელაშვილის, მნათობის, ლამის, სიღნაღის, პეტრე ბაგრატიონის, პაატა სააკაძის, გუმათის, ახუთის, დავითაშვილის, დიღომბარის, ჯაბაურის, თამარშენის, პისარევის, ბერიაშვილის, ბერძენიშვილის, აბაშის, სალხინოს, ასხინის და რეხის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები