უბედური შემთხვევა

Financial times-ის ჟურნალისტი პოლ მაკლინი ნიანგმა იმსხვერპლა

Getty Images / AFP

ბრიტანელი ჟურნალისტი პოლ მაკლინი შრი ლანკაზე ნიანგმა იმსხვერპლა. პოლიციის თქმით, 24 წლის მაკლინი ლაგუნაში იპოვეს, სადაც ის ნიანგმა შეეათრია. მყვინთავებმა გარდაცვლილის გვამი პანამის ერთ-ერთი სოფლის სანაპირო ზოლთან, ტალახში აღმოაჩინეს.

გარდაცვლილს მარჯვენა ფეხზე დაახლოებით 7 ჭრილობა აღენიშნებოდა. მაკლინს ექსპერტიზა უახლოეს დღეებში ჩაუტარდება და სიკვდილის გამომწვევი მიზეზი ოფიციალურად დადგინდება.

პოლ მაკლინმა ოქსფორდის უნივერსიტეტი დაამთავარა. ის, ორი წლის განმავლობაში, რეპორტიორად მუშაობდა და აშუქებდა Brexit-სა და ევროკავშირის მიმდინარე მოვლენებს ბრიუსელში.

კომენტარები